რატომ ჩვენ?

პლატფორმა კომპანიის მარჯვენა ხელია, რადგან ყველა შრომატევადი საქმე, რასაც ენერგიისა და დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს, პლატფორმა ასრულებს. რას შეძლებთ აქ? აქ თქვენ შეძლებთ: ვაკანსიების მართვას, შემოსული რეზიუმეების გადარჩევას, გასაუბრებების ჩანიშვნას, ვაკანსიების სტატისტიკის კონტროლსა და თქვენი ვაკანსიის ხილვადობის გამარტივებას ე.წ. „ბუსტ“ მეთოდით, რაც ზრდის თქვენს შანსებს, იპოვოთ ის, ვინც გჭირდებათ და სჭირდებით.

პირადი კაბინეტი ის მთავარი სივრცეა, საიდანაც მთელ რიგ ოპერაციებს განახორციელებთ. ვაკანსიის განთავსების შემდეგ, ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებელს სურს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. ჩვენი პლატფორმა მაქსიმალურად დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში. თქვენი დამატებული ვაკანსია მაქსიუმ 24 საათში იქნება განხილული და გამოქვეყნებული!

დაივიწყეთ ფურცლები და რეზიუმეს სხვადასხვა დიზაინები. მარტივად დარეგისტრირდით და შექმენით თქვენი რეზიუმე ონლაინ. ჩვენთან რეზიუმეს სასურველ ვაკანსიაზე გაგზავნა ერთი კლიკით ხერხდება. გაგზავნილი რეზიუმეს შესახებ შეტყობინება კი მოგივათ პირად კაბინეტში, საიდანაც ასევე შეძლებთ ჩანიშნული გასაუბრების მონიტორინგს. და რაც ყველაზე მთავარია! ხშირად დასაქმების მსურველთათვის პასუხის ლოდინის რეჟიმში ყოფნა მომაბეზრებელი და დამღლელია, რაც უკარგავს მათ მოტივაციას შემდეგი ნაბიჯებისა და მცდელობებისათვის. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ პასუხს შეიტყობთ უმოკლეს ვადებში, რაც არ მოგცემთ დანებების საშუალებასა და არ გაგიჩენთ ძებნის შეწყვეტის სურვილს.

თქვენ აქ შეინახავთ არა მარტო რეზიუმეებს, არამედ ყველა იმ ვაკანსიას, რომელთა ხელიდან გაშვებაც არ გსურთ და დრო გჭირდებათ მოსაფიქრებლად, გააგზავნოთ თუ არა თქვენი მონაცემები.